Foto
LVENGRUSLITESTGEBYUK

Contact us

For registered users



_

ჩვენს შესახებ

 

შპს ვალტერსის პროთეზირების ლაბორატორია წარმოადგენს ერთადერთ, თვალის პროთეზების მწარმოებელ კომპანიას ბალტიისპირეთში, რომელსაც გააჩნია ამ სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. ჩვენმა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა მიიღეს საუკეთესო განათლება გერმანიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მდგრადი ღირებულებებისა და მუდმივი განვითარების წყალობით, ვალტერსის პროთეზირების ლაბორატორია ემსახურება თავის პაციენტებს 1991 წლიდან მოყოლებული, ანუ უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში!

შპს ვალტერსის პროთეზირების ლაბორატორიის სერთიფიცირებული სპეციალისტები ამზადებენ სხვადასხვა სახის მინის და სინთეთიკურ თვალის პროთეზებს, საკოლექციო თვალის პროთეზებს და გარე პროთეზებს, გერმანიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული საუკეთესო ხარისხის მასალისგან. გარანტირებულია პროთეზების უმაღლესი კოსმეტიკური ეფექტი და მაქსიმალური ფუნქციონალურობა, რაც აძლევს ადამიანს საშუალებას, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.

გამორჩეული სპეციალისტების პროფესიონალიზმი, ხარისხი, რომელიც გარანტირებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და პერსონალის გულთბილი დამოკიდებულება ადასტურებენ, რომ ვალტერსის პროთეზირების ლაბორატორიის მთავარ მიზანს პაციენტის სიცოცხლის ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება წარმოადგენს.

პატივისცემით,   ვალდის ვალტერსი

_

სპეციალისტები

ვალდის ვალტერსი ვალტერსის პროთეზირების ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტია, რომლის გამოცდილება ინდივიდუალური თვალის პროთეზების დამზადებაში ორ ათწლეულზე...

ფილიალები

შპს ვალტერსის პროთეზირების ლაბორატორიას რამოდენიმე ფილიალი აქვს; ჩვენი პროფესიონალური მომსახურების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ ლატვიაში,...

კომენტარები

Paldies Dr.Valdim Valteram par rūpīgi padarītu darbu! Vēlu Jums veiksmīgi turpināt iesākto, cilvēku dzīves pārvērst...

ISO 9001:2008

DNV Bussiness Assurance Management System Certificate for SIA Valtera protēžu laboratorija confirming our Management System...