Foto
LVENGRUSLITESTGEBYUK

Contact us

For registered users



_

გამოყენება და მოვლა

როგორ ჩავსვათ და ამოვიღოთ თვალის პროთეზი სწორად?

თვალის პროთეზის ჩასმის ან ამოღების წინ, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, მოამზადეთ პროთეზისთვის შესაფერისი რეზინის საწოვარი, სუფთა ხელსახოცები და თვალის წვეთები (თუ პროთეზირების სპეციალისტისგან შესაბამისი რეკომენდაცია გაქვთ). თვალის პროთეზის ჩასმა და ამოღება უნდა მოხდეს მაგიდასთან მჯდომარე მდგომარეობაში, ამავე დროს, მაგიდაზე რბილი ქსოვილი უნდა იყოს გადაფარებული, მაგ. დაკეცილი პირსახოცი. მაგიდაზე თქვენს პირისპირ სარკე დაიდეთ.


პროთეზის ჩასმა


პროთეზის ამოღება


როგორ მოვუაროთ თვალის პროთეზს?

პროთეზი მუდმივად უნდა გამოიყენოთ. თუ ღამით პროთეზის ამოღება გინდათ, არ უნდა დატოვოთ იგი წყალში ან სადეზინფექციო ხსნარში. პროთეზი ხელით უნდა გაირეცხოს, თბილ, გადადუღებულ საპნიან წყალში; მისი რეცხვისას სპირტის გამოყენება აკრძალულია. პოსტოპერაციული პროთეზის ამოღება საჭირო არ არის, და თვალის წვეთების გამოყენება პირდაპირ პროთეზზე არის შესაძლებელი.


თვალის პროთეზის გამოყენება პირადი ჰიგიენის მკაცრ დაცვას მოითხოვს. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ქუთუთოების გაწმენდა ქვედა ქუთუთოს გასწვრივ, საფეთქლიდან ცხვირის მიმართულებით. სახის დაბანისას თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ. როგორც წესი, თვალის პროთეზის მოვლის პროცედურის ჩატარება 2 კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული.


თუ პროთეზი ხარგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება თვალის არეში, მან შესაძლოა დააზიანოს კონიუქტივა და გამოიწვიოს გაღიზიანება.

_

პოსტოპერაციული პროთეზები

თუ თვალის ამოღების ოპერაციის შემდეგ პაციენტს გართულებები არ აღენიშნება, თვალის პროთეზის ჩასმა უკვე მე–5 დღიდან...

კრიოლიტის მინის პროთეზი

კრიოლიტის მინის პროთეზი ირეკლავს სინათლეს ბუნებრივი თვალის მსგავსად და ასევე, პლასტიკურ პროთეზზე უკეთ ახდენს ნამდვილი...

პმმა პროთეზები

პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებისა და თვალის არის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, პროთეზირების სპეციალისტი ამზადებს ინდივიდუალურ თვალის პროთეზს,...

გარე პროთეზები

გარე პროთეზი წარმოადგენს ორბიტალურ პროთეზს, რომელზეც მაგრდებიან ხელოვნური ქუთუთოები, ორბიტალურ არეში სახის დეფექტების დაფარვის მიზნით....

პროთეზირება ბავშვებისთვის

ბავშვებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, და ბავშვის გაღიმებული სახე გვიბიძგებს ვიბრძოლოთ ახალი მიღწევებისთვის. მიუხედავათ იმისა,...

გამოყენება და მოვლა

მოათავსეთ გარეცხილი, ნოტიო პროთეზი ზედა ქუთუთოს ქვეშ მისი ზედა კიდით ზემოთ აიხედეთ და პარალელურად ქვემოთ ჩამოწიეთ...

ხშირად დასმული შეკითხვები

შესაძლებელია თუ არა, რომ თვალის პროთეზი ამოვარდეს და გატყდეს, მაგ., სირბილის ან ქუჩაში სეირნობის დროს? არა,...

პროთეზის შერჩევა

გამოუყენებელი პლასტიკური პროთეზი - შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია- იწყება პროთეზის ზედაპირის გამოშრობა. პმმა პროთეზი ერთწლიანი გამოყენების...