Foto
LVENGRUSLITESTGEBYUK

Contact us

For registered users



_

კრიოლიტის მინის პროთეზი

კრიოლიტის მინის პროთეზი ირეკლავს სინათლეს ბუნებრივი თვალის მსგავსად და ასევე, პლასტიკურ პროთეზზე უკეთ ახდენს ნამდვილი თვალის გამოხედვის იმიტაციას. თუ ადამიანი სარკეში იხედება 1 მეტრის მანძილიდან და ორივე თვალი ერთნაირად გამოიყურება, ეს ხარისხიანი პროთეზის მახასიათებელი ნიშანია.

თუ ადამიანი სარკეში იხედება 1 მეტრის მანძილიდან და ორივე თვალი ერთნაირად გამოიყურება, ეს ხარისხიანი პროთეზის მახასიათებელი ნიშანია.

კრიოლიტის მინის პროთეზის დასამზადებლად 1 დღე არის საჭირო. პროთეზის დამზადება მხოლოდ პაციენტის დასწრებით ხდება, იგი ინდივიდუალურად ერგება თვალის არეს და ჯანსაღი თვალის ფერს. თვალის პროთეზის ფორმა თხილის ნაჭუჭის ნახევრის მსგავსია, მასზე ასახულია თვალის რქოვანა და გუგა, ისევე როგორც სისხლძარღვების ნაწილი თვალის კაკლის (სკლერა) თეთრ ზედაპირზე. ამ მასალისგან დამზადებული თვალის პროთეზის შეცვლა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს.

განასხვავებენ ერთ–კედლიან და ორ–კედლიან, მინის თვალის პროთეზებს. პროთეზის სპეციალისტი განსაზღვრავს პროთეზის სახეობას, რომელიც ესაჭიროება პაციენტს, მისი ინდივიდუალური თავისებურებებისა და სპეციფიკური მახასიათებლების შესაბამისად.

 

ერთ–კედლიანი მინის პროთეზის შერჩევა ხდება როდესაც პაციენტს შენარჩუნებული აქვს თვალის მემბრანა ან ატროფიული თვალის კაკალი, ასევე, როდესაც თვალის კაკალი სახეზეა, თუმცა მისი წინა, ცენტრალური ნაწილი ძლიერ შემღვრეულია და თვალს მხედველობის უნარი აქვს დაკარგული. ასეთ შემთხვევებში პროთეზი ლინზის მსგავსად ნიღბავს შენარჩუნებული თვალის კაკლის შემღვრეულ ნაწილს. ერთ–კედლიანი პროთეზი ასევე გამოიყენება შემთხვევებში, როდესაც თვალის ამოღების ოპერაციის შემდეგ პაციენტის თვალის არეში მოთავსებულია იმპლანტანტი, სახის დეფექტების თავიდან ასაცილებლად და პროთეზისა და ჯანსაღი თვალის სინქრონული მოძრაობების უზრუნველსაყოფად. ერთ–კედლიანი პროთეზის დამზადება რთული პროცესია; იგი ბევრად უფრო მეტ ყურადღებას და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ვიდრე ორ–კედლიანი პროთეზის დამზადება.

 

ორ–კედლიან მინის პროთეზს შედარებით თხელი კედლები აქვს (საშუალოდ 0.3 – 0.5 მმ), რომელთა შორის განთავსებულია შედარებით ფართო, დახურული ვაკუუმის სივრცე. ეს პროთეზი გამოიყენება თვალის ამოღების ოპერაციის (ენუკლეაციის) შემდეგ.

 

გალერეა


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Ocularist V.Valters, Latvia

 

 

 

Ocularist V.Valters, Latvia

Surgion oftalmologist Artur Klett, Estonia

_

პოსტოპერაციული პროთეზები

თუ თვალის ამოღების ოპერაციის შემდეგ პაციენტს გართულებები არ აღენიშნება, თვალის პროთეზის ჩასმა უკვე მე–5 დღიდან...

კრიოლიტის მინის პროთეზი

კრიოლიტის მინის პროთეზი ირეკლავს სინათლეს ბუნებრივი თვალის მსგავსად და ასევე, პლასტიკურ პროთეზზე უკეთ ახდენს ნამდვილი...

პმმა პროთეზები

პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებისა და თვალის არის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, პროთეზირების სპეციალისტი ამზადებს ინდივიდუალურ თვალის პროთეზს,...

გარე პროთეზები

გარე პროთეზი წარმოადგენს ორბიტალურ პროთეზს, რომელზეც მაგრდებიან ხელოვნური ქუთუთოები, ორბიტალურ არეში სახის დეფექტების დაფარვის მიზნით....

პროთეზირება ბავშვებისთვის

ბავშვებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, და ბავშვის გაღიმებული სახე გვიბიძგებს ვიბრძოლოთ ახალი მიღწევებისთვის. მიუხედავათ იმისა,...

გამოყენება და მოვლა

მოათავსეთ გარეცხილი, ნოტიო პროთეზი ზედა ქუთუთოს ქვეშ მისი ზედა კიდით ზემოთ აიხედეთ და პარალელურად ქვემოთ ჩამოწიეთ...

ხშირად დასმული შეკითხვები

შესაძლებელია თუ არა, რომ თვალის პროთეზი ამოვარდეს და გატყდეს, მაგ., სირბილის ან ქუჩაში სეირნობის დროს? არა,...

პროთეზის შერჩევა

გამოუყენებელი პლასტიკური პროთეზი - შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია- იწყება პროთეზის ზედაპირის გამოშრობა. პმმა პროთეზი ერთწლიანი გამოყენების...