Foto
LVENGRUSLITESTGEBYUK

Contact us

For registered users



_

ხშირად დასმული შეკითხვები

შესაძლებელია თუ არა, რომ თვალის პროთეზი ამოვარდეს და გატყდეს, მაგ., სირბილის ან ქუჩაში სეირნობის დროს?

არა, ეს შეუძლებელია, რადგან ქუთუთოების არსებობა საკმარისია პროთეზის სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. თუ თვალის პროთეზი სწორედ არის შერჩეული და ქუთუთოს მნიშვნელოვანი დეფექტები არ აღენიშნება, იგი არ ამოვარდება მკვეთრი მოძრაობების შესრულების შემთხვევაშიც კი.

 

არის თუ არა მტკივნეული თვალის პროთეზის ჩასმა?

თვალის პროთეზის ჩასმა, ამოღება და ტარება სრულიად უმტკივნეულოა.

 

როგორ მაგრდება მინის პროთეზი თვალის არეში?

თვალის პროთეზის შეცურება თვალის არეში ძალიან ადვილია, შემდეგ კი ქუთუთოების ზეწოლა უზრუნველყოფს მის გაჩერებას ადგილზე.

 

ღამის განმავლობაში თვალის პროთეზი წყალში უნდა შეინახოს?

ეს კატეგორიულად აკრძალულია! თუ პროთეზირების სპეციალისტი ან თვალის ექიმი დაადასტურებს ღამით თვალის პროთეზის მოხსნის აუცილებლობას, მისი შენახვა მშრალ ადგილას უნდა მოხდეს.

 

რა მოხდება, თუ თვალის პროთეზი არ შეიცვალა დადგენილ ვადაში?

თვალის პროთეზის გამოყენების მაქსიმალური ვადა 2 წელიწადს შეადგენს. იმ პროთეზის ზედაპირი, რომლის შეცვლაც თავის დროზე არ მოხდა, სიგლუვეს კარგავს და აქედან გამომდინარე, აზიანებს ქუთუთოებსა და თვალის არეს, რამაც შესაძლოა ანთება და შესაბამისი გართულებები გამოიწვიოს.

_

პოსტოპერაციული პროთეზები

თუ თვალის ამოღების ოპერაციის შემდეგ პაციენტს გართულებები არ აღენიშნება, თვალის პროთეზის ჩასმა უკვე მე–5 დღიდან...

კრიოლიტის მინის პროთეზი

კრიოლიტის მინის პროთეზი ირეკლავს სინათლეს ბუნებრივი თვალის მსგავსად და ასევე, პლასტიკურ პროთეზზე უკეთ ახდენს ნამდვილი...

პმმა პროთეზები

პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებისა და თვალის არის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, პროთეზირების სპეციალისტი ამზადებს ინდივიდუალურ თვალის პროთეზს,...

გარე პროთეზები

გარე პროთეზი წარმოადგენს ორბიტალურ პროთეზს, რომელზეც მაგრდებიან ხელოვნური ქუთუთოები, ორბიტალურ არეში სახის დეფექტების დაფარვის მიზნით....

პროთეზირება ბავშვებისთვის

ბავშვებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, და ბავშვის გაღიმებული სახე გვიბიძგებს ვიბრძოლოთ ახალი მიღწევებისთვის. მიუხედავათ იმისა,...

გამოყენება და მოვლა

მოათავსეთ გარეცხილი, ნოტიო პროთეზი ზედა ქუთუთოს ქვეშ მისი ზედა კიდით ზემოთ აიხედეთ და პარალელურად ქვემოთ ჩამოწიეთ...

ხშირად დასმული შეკითხვები

შესაძლებელია თუ არა, რომ თვალის პროთეზი ამოვარდეს და გატყდეს, მაგ., სირბილის ან ქუჩაში სეირნობის დროს? არა,...

პროთეზის შერჩევა

გამოუყენებელი პლასტიკური პროთეზი - შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია- იწყება პროთეზის ზედაპირის გამოშრობა. პმმა პროთეზი ერთწლიანი გამოყენების...